ეროვნულმა ბანკმა კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (KOREA FINANCIAL TELECOMMUNICATIONS AND CLEARINGS INSTITUTE) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციისა და კლირინგის ინსტიტუტის პრეზიდენტმა იონგ სეოკის პარკმა მოაწერეს.
მათივე ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კავშირების ხელშეწყობას საქართველოში საგადახდო ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად.
“შეთანხმების მიხედვით, მხარეები ერთობლივი ძალისხმევით განახორციელებენ საქართველოში საგადახდო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. აღნიშნული ძალისხმევა უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლას და კონსულტაციებს, რაც ძირითადად ფოკუსირდება შემდეგ სფეროებზე: სწრაფი გადახდები, ღია ბანკინგი, e-KYC (“იცნობდე შენს მომხმარებელს”), საცალო გადახდების ინფრასტრუქტურის სპეციალიზებული ორგანიზაციის შექმნა, ასევე, სებ-ის მანდატის სხვა სფეროებზე.
მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შეთანხმებული შემდგომი პროექტების განხორციელებას”, – წერია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს