ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყოველი წლის 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას 1999 წლიდან „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ („გაერო“) ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მთავარი მიზანი საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებაში ახალგაზრდების როლის მნიშვნელობის აღნიშვნა და წახალისებაა.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პლატფორმა – www.finedu.gov.ge (შემდგომში – „ფინედუ“), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წელს უკვე მეოთხედ უერთდება და აცხადებს ვიდეოების კონკურსს (შემდგომში – „კონკურსი“) ახალგაზრდებისთვის. კონკურსის ფარგლებში შერჩეული ვიდეობი „ფინედუს“ ვებ-გვერდსა – www.finedu.gov.ge და მის სოციალურ არხებში – „Facebook-ის“, „Instagram-ის“, „Youtube-ის“, LinkedIn-ის” და „TikTok-ის”
გვერდებზე გამოქვეყნდება და ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
კონკურსის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე
