ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლების ნაწილის განცხადებით, ისინი გმობენ უკანანო დაკავებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ.
ეროვნული სასახლის თანამშრომლები ემიჯნებიან ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის მიხდვითაც, ოცნება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ გახსნის. განცხადებას, ამ დროისთვის, 30-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს.
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ქვეყნის მოსახლეობის ისტორიული არჩევანი, რომელიც აღბეჭდილია საქართველოს კონსტიტუციაში და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია.