ეროვნული პლატფორმა: შეწყდეს დასავლური სვლის საბოტაჟი და ოცნებამ ისევ უკან გაიწვიოს პროექტი

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია ე.წ. რუსულ კანონს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი მიღება საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი, დაასამარებს.
როგორც 200 ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ქართულმა ოცნებამ საზოგადოების წინაშე დადებული პირობა გატეხა და რუსული კანონი დააბრუნა.
ორგანიზაციები მოითხოვენ, “შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი და ქართულმა ოცნებამ ისევ უკან გაიწვიოს კანონპროექტი”. პლატფორმა განცხადებით ქვეყნი პრემიერმინისტრს, ირაკლი ს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
“აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით – აღარ დაჰბრუნებოდა ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება სახელმწიფო ინტერესებთან, კულტურასთან და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია.
პირობის გატეხა, სიტყვის უკან წაღება არის ს პოლიტიკის მახასიათებელი, რომელსაც რუსეთი, ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ არაერთგზის იყენებდა. ამით საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს ადგება რეპუტაციული ზიანი. კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი.
ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლას ჩვენ, როგორც ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები დღემდე საქართველოს პარლამენტთან დიალოგითაც ვცდილობდით. სწორედ ამ მიზნით გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის მაგალითი.
მაგრამ დღეს ქართული ოცნების მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიციირება გვიჭრის გზას, როგორც თანამშრომლობისკენ, ისე ევროინტეგრაციისკენ. საქართველოს ეროვნული პლატფორმა აჩერებს მემორანდუმის მოქმედებას. მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი. მმართველმა გუნდმა კვლავ გაიწვიოს ინიციირებული კანონპროექტი.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის სადარაჯოზე. ჩვენ ურყევად დავიცავთ დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, თანასწორობას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არავის მივცემთ უფლებას დაგვაკარგვინოს არაერთი თაობის ბრძოლით მონაპოვარი ევროპული მომავალი”, – ნათქვამია განცხადებაში.