ეროვნული ნაკრები სოფიაშია | 17 ნოემბრის განრიგი

საქართველოს ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. წლის ბოლო შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ტრავმის გამო ნაკრებთან ერთად სოფიაში საბა გოგლიჩიძე ვერ გაემგზავრა. ბულგარეთში ეროვნულ გუნდს მტკ ბუდეპაშტის 27 წლის მცველი, ილია ბერიაშვილი შეუერთდა, რომლისთვისაც ეს პირველი სანაკრებო გამოძახებაა.
17 ნოემბერს, თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში და ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება.
17 ნოემბრის განრიგი | ბულგარეთის დროით
.17:00 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია
. 17:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
. 19:30 ბულგარეთის ნაკრების პრესკონფერენცია
. 20:00 ბულგარეთის ნაკრების ვარჯიში (მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
ბულგარეთი – საქართველოს მატჩი 18 ნოემბერს, სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
NAKREBI.GE
“სწრაფი გოლი გავუშვით და თამი დარჩენა გაგვიჭირდა – შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები” – რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
“სწრაფი გოლი გავუშვით და თამი დარჩენა გაგვიჭირდა – შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები” – რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო – ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ – დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
თურქეთმა ბულგარეთს მოუგო და პირველ ადგილზე გასასვლელად სასწაული სჭირდება
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
“ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება” – ნაკრების შეკრების მესამე დღე