ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ტარდება. ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცნობილაძის სახლში კარლო კაციტაძის უწყების თანამშრომლები არიან შესულები.
დეტალებს “ტვ პირველის” ამ წუთებშიც არკვევს.
ცნობისთვის, ცნობილაძე რეჟიმის წინააღდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.
ეროვნული ნაკრების ბიჭებო, 5-10-15 წლის წინ, ეროვნული ნაკრების მაისურით სულ პირველად რომ შეხვედით მოედანზე, რომელი წუთი იყო გახსოვთ?
რომელმა ფეხბურთელმა ჩამოგართვათ ხელი პირველმა ეგ თუ გახსოვთ?
პირველი პასი ვინ გაგიკეთათ?
პირველი ყვითელი რომელ ფეხბურთელზე უხეშობისთვის მიიღეთ?
პირველი საგოლე გადაცემა ვის გაუკეთეთ?
ქვეყანაში სულ 3-4 ადამიანი გვყავს ისეთი, ვინც გუგლზე სწრაფად გიპასუხებთ ყველა ეგეთ კითხვაზე.
სულ რამდენიმე გვყავს ისეთი, ვისაც არასდროს მიუტოვებიხართ, გადაბრუნებული სიტყვა არასდროს დასცდენია თქვენზე, მთელი ცხოვრებაა თქვენი წარმატებებით ცხოვრობს და თქვენზე დარდი ტანჯავს!
სანდრო ცნობილაძე ქვია მაგ კაცს და ახლა მის სახლში მილიციაა შევარდნილი





და თუ ახლაც არ მოგეძებნათ სიტყვა მის გასამხნევებლად, ან რა ეროვნულობაზე ვლაპარაკობთ, ან რა ნაკრებზე?
ძალა ერთობაში გაწერიათ გულზე!
Alexander Tsnobiladze მაგრად დადექ ძიავ! – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.