ეროვნული დროშა, ნაციონალური სამოსი, ჩოხოსნები და სახელმწიფო ჰიმნი – საქართველოში დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

ეროვნული დროშა, ეროვნული სამოსი, ჩოხოსნები და საქართველოს ეროვნული ჰიმნი – ქვეყანა დღეს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. 5-ჯვრიანი დროშა, რომელიც ერთიანობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის სიმბოლოა, მთელ ქვეყანაში ეროვნული ჰიმნის თანხლებით გამოიფინა.
სახელმწიფო დროშის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროც აღნიშნავს. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლო უწყების სხვადასხვა დანაყოფში საზეიმოდ აღიმართა.
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიული დროშა განთავსდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ორიგინალს, საგარეო უწყებამ საბერძნეთში მცხოვრები, წარმოშობით ვენეციელი დიდებულების შთამომავლის, ევგენი დალეჯიოს ოჯახში მიაკვლია. დროშა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადაეცა. ისტორიული ექსპონატი, სადემონსტრაციო სადგამით, სამინისტროს ცენტრალურ დარბაზში განთავსდა.
ეროვნული დროშის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ც ეხმაურება. ეროვნული თვითმყოფადობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის თვალსაჩინო განსახიერება – ასე უწოდებს პრემიერი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს.
მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცა. სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ დროშა ერის, ეკლესიისა და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია.
ქვეყანას მთავარი სიმბოლოს დღეს ულოცავს ამერიკის საელჩო.
ტრადიციის თანახმად, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები გადმოფინეს თბილისის საკრებულოს შენობის აივნებზე. შემდეგ კი საკრებულოს წევრებმა მოქალაქეებს მცირე ზომის დროშები დაურიგეს.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე საზეიმოდ აღნიშნეს რეგიონებში. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ქუთაისში რამდენიმე აქტივობით აღინიშნა. სახელმწიფო დროშა სხვადასხვა ლოკაციაზე გაშალეს. ღონისძიება სიმბოლურად ბაგრატის ტაძრის ეზოში დასრულდა, სადაც ქუთაისის კამერულმა ორკესტრმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა, დროშა კი ჩოხოსნებმა გაშალეს. იქამდე ეროვნულ სიმბოლიკას პატივი “შენგელია არენაზე” და ასსაფეხურიან კიბესთან მიაგეს. აქტივობაში ჩართული იყვნენ ფეხბურთელები და კადეტები. ეროვნული დროშის დღე ქუთაისში მერიის ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნეს ლაგოდეხშიც. დილიდან მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში დროშები გამოიფინა, ახლად რეაბილიტირებული პარკიდან კი ეროვნულ სამოსში შემოსილმა ახალგაზრდებმა და ჩოხოსნებმა “მრავალჟამიერის” ფონზე, ქართული დროშით მსვლელობა გამართეს და მერიის შენობის წინ, სახელმწიფო დროშის საზეიმო აღმართვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, სახელმწიფო დროშის დღესთან ერთად, ქართული თეატრის დღე მიულოცა, ლაგოდეხის დრამატული და საბავშვო თეატრის დასის წევრებს და მადლობის სიგელები გადასცა.
სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად მოირთო რუსთავიც, სადაც ქვეყნის მთავარი სახელმწიფო სიმბოლო ცენტრალურ ქუჩებზე დილიდანაა გამოფენილი. დროშებით მოირთო ქალაქის შუაგამყოფი ხიდი, მეგობრობის, შარტავას სახელობის გამზირები და გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაც. დროშის დღეს აღნიშნავს აჭარა. ს ცენტრალური სტადიონი ქვეყნის მთავარი სიმბოლოს ფერებში განათდა.
უკვე მე-12 წელია, საქართველო დროშის დღეს 14 იანვარს ზეიმობს. ხუთჯვრიანი დროშა პიროვნული თავისუფლებისა და ქვეყნის დემოკრატიის მთავარ სიმბოლოდ ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: მაშინ, როცა ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოკითხვას ატარებს, აიკრძალოს თუ არა სოროსი და მისი ფონდი, საქართველოში ანტისახელისუფლებო აქციებს “სოროსის” ფონდი აორგანიზებს