ეროვნული გვარდიის მეთაურის შვილი ქალის ცემის გამო დაჭრეს – მედია

ტვ პირველის ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის მეთაურის შვილზე შური ქალის ცემის გამო იძიეს. რომან ჯოხაძის შვილს გვერდით სადარბაზოში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი სახლში აუვარდა და ჭრილობა დანით მიაყენა. დაჭრილი 23 წლის სანდრო ჯოხაძე ეროვნული გვარდიის მეთაურის შვილია, ის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
დაპირისპირება ფანასკერტელის ქუჩაზე თავდაპირველად გენერლის შვილსა და მეზობელ ქალს შორის დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც გენერლის შვილმა მას ჯერ შეაგინა, შემდეგ კი დაარტყა.
ფანასკერტელის ქუჩაზე დაპირისპირებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. გენერლის შვილს პასუხს ქალის ცემის გამო მეუღლემ მოსთხოვა, მოგვიანებით კი ე.წ ქუჩურ გარჩევაში მეზობლების ნაწილიც ჩაერთო. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაიგეს გასროლის ხმაც. დაჭრაში მონაწილე ახალგაზრდა შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მიიმალა.
პოლიცია ფანასკერტელის ქუჩაზე ამ დრომდე რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ