ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებამ 1888 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ მოოქრული ყდა აღადგინა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებამ 1888 წელს გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ მოოქრული ყდა აღადგინა. რესტავრატორებმა მოოქრული ყდის აღდგენის ეს მეთოდი პირველად გამოიყენეს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
„არ მეგონა, ჩვენი ლაბორატორია ამას თუ შეძლებდა. ეს გააკეთა ჩვენმა რესტავრატორების ჯგუფმა. განსაკუთრებით დასაფასებელია ნინო ჩიმაკაძის ღვაწლი. ჩვენმა თანამშრომლებმა უცხოელი კოლეგების გამოცდილება და შედეგები შეისწავლეს, გაიზიარეს და პირველად და თან წარმატებით შეძლეს ამ რთული სამუშაოს ჩატარება. საქართველოში მე აქამდე არ მინახავს ამ დონეზე რესტავრირებული ყდა. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს ჩვენი ლაბორატორიის უფროსი ნატალია ელიზბარაშვილი. ჩვენმა რესტავრატორებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიარეს სტაჟირება თურქეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში“, – აღნიშნა ლევან თაქთაქიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო