ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს უნიკალური გრამფირფიტა შეემატა

ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებს უნიკალური გრამფირფიტა ქართული აუდიოჩანაწერით „წყალობის თავგადასავალი“ შეემატა. ფირფიტა გამოცემულია Monarch Record-ის მიერ 1909 წელს. “წყალობის თავგადასავალი” არის ერთ-ერთი პირველი ქართული აუდიოჩანაწერი.
„აღსანიშნავია, რომ ფირფიტა არის ე.წ. ტესტ-პრესინგის სახით (სატესტო ვერსია). ამას ადასტურებს ლეიბლზე ხელნაწერი აღნიშვნა.
ფირფიტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მკვლევრებისთვის, ვინაიდან მის შესახებ ინფორმაცია არ არის საქართველოში ჩაწერილი გრამფირფიტების ჩვენთვის ცნობილ კატალოგებში, მათ შორის, არც ანზორ ერქომაიშვილის მიერ დამუშავებულსა და გამოცემულ „პირველ ქართულ აუდიოჩანაწერებში““, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა