რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს. გამსახურდია 2008-2012 წლებში საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.
კონსტანტინე გამსახურდიამ ტაბულასთან საუბრისას აღნიშნა, რომ შემოთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან, შალვა პაპუაშვილისგან მიიღო, როგორც „ეს კანონითაა განსაზღვრული”.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, თანამდებობას დატოვებდა. ამის შესახებ თავად კეკელიძე სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, მას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს, „რადგან 11 წელი ბევრია”. გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს.