ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტიდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება უკვე მომზადებულია და ქართული ოცნების პარლამენტშია რეგისტრირებული და ვებ-გვერდზე განთავსებული. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
განმარტებითი ბარათის თანახმად, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ნაცვლად, ჩამოყალიბდება – კულტურის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა.