ეროვნული ბანკი – 2024 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 7.3%-ით გაიზარდა

2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან $4.42 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით მეტია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.9%-ით განისაზღვრა და 571.2 მილიონ დოლარს გაუტოლდა.
„აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 3.9%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კლების ტენდენციით ხასიათდება დან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები – 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 9.4%-ით, ხოლო უკრაინიდან – 18.9%-ით შემცირდა. 2024 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა დან – 41.6%, დან – 21.2%, აზერბაიჯანიდან – 18.1 %, ირანიდან – 17.9%.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2024 წელს შემდეგნაირად ნაწილდება:
ევროკავშირი – 571.2 მლნ აშშ დოლარი;
აზერბაიჯანი – 168.5 მლნ აშშ დოლარი;
თურქეთი – 612.3 მლნ აშშ დოლარი;
ისრაელი – 436.5 მლნ აშშ დოლარი;
საუდის არაბეთი – 122.1 მლნ აშშ დოლარი;
სომხეთი – 157.4 მლნ აშშ დოლარი;
– 148.8 მლნ აშშ დოლარი;
ბელარუსი – 96.3 მლნ აშშ დოლარი;
ირანი – 151.1 მლნ აშშ დოლარი;
რუსეთი – 850.0 მლნ აშშ დოლარი;
დანარჩენი ქვეყნები – 1,111.3 მლნ აშშ დოლარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.