„ეროვნული ბანკი ცდილობს გააუმჯობესოს მოლოდინები, იმისდა მიუხედავად, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება „საფრთხეს უქმნის“ ეკონომიკურ ზრდას და გაცვლით კურსს“ – „საზოგადოება და ბანკები“

„ეროვნული ბანკი ცდილობს გააუმჯობესოს მოლოდინები, იმისდა მიუხედავად, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება „საფრთხეს უქმნის“ ეკონომიკურ ზრდას და გაცვლით კურსს“ – „საზოგადოება და ბანკები“
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან.“ – ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს, მათივე შეფასებით ეროვნული ბანკი ცდილობს გააუმჯობესოს მოლოდინები, იმისდა მიუხედავად, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება „საფრთხეს უქმნის“ ეკონომიკურ ზრდას და გაცვლით კურსს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი, მინიმუმ შეინარჩუნებდა რეფინანსირების განაკვეთს და დამატებით წნეხს არ გამოიწვევდა გაცვლით კურსზე და ინფლაციის შესაძლო ზრდაზე. ასევე, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია ცენტრალური ბანკის პოლიტიკა მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით.“ – წერია საზოგადოება და ბანკების ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ