,,ეროვნული ბანკი იმაზე მეტ ფულს აწვდის ბაზარს, ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება” – ირაკლი მაკალათია

ეროვნული ბანკი უფრო მეტ ფულს აწვდის ბაზარს, ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება, – ამის შესახებ ეკონომისტმა ირაკლი მაკალათიამ რადიო “კომერსანტის” ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, სების მიერ მოთხოვნის არაპროპორციული ფულის მასის ბეჭდვა ინფლაციის რისკს ზრდის.
,,ეროვნული ბანკი უფრო მეტ ფულს აწვდის ბაზარს, ვიდრე ეს სავალუტო ბაზარს, ეკონომიკას სჭირდება. ეკონომიკა მცირე გვაქვს და მცირე ეკონომიკის პირობებში ვერ უზრუნველვყოფთ შესაბამისი პროდუქციის წარმოებასა და მიწოდებას, რაც ფასებს დააბალანსებდა. ასევე, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და შესაბამისად, კურსი მოქმედებს იმპორტირებულ პროდუქციაზე და აძვირებს, რაც სამომხმარებლო კალათაზე უარყოფითად აისახება. კიდევ ერთი ფაქტორია სამთავრობო სტრუქტურის მიერ ხარჯვის ნაწილის ზრდა. ანუ როცა მთავრობა ფულს ხარჯავს და ამ ხარჯვითი ნაწილიდან შესაბამისი მოცულობის პროდუქცია არ იქმნება, ესეც ინფლაციას იწვევს”,- აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.
მაკალათიას შეფასებით, წლიდან დღემდე ინფლაცია ყოველთვიურად იზრდება, შესაბამისად სასურსათო კალათაში ამჟამად ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, რაც საშუალო ოჯახისთვის სურსათზე ხარჯების მკვეთრ ზრდას ნიშნავს. შესაბამისად, პერსონალური ინფლაცია ბევრად აღემატება საერთო სამომხმარებლო კალათის მაჩვენებელს, ხოლო ში ფასების ზრდა კიდევ უფრო მტკივნეულად აისახება დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე.
,,ინფლაცია პრობლემაა და წლების განმავლობაში პრობლემად რჩება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ხელფასების მსყიდველუნარიანობის შემცირება იწვევს. შეგვიძლია, ორ უარყოფით მაჩვენებელზე ვისაუბროთ. ერთი ის, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ინფლაციის ტემპი ყოველთვიურად იზრდება და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასურსათო კალათაში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო სტატისტიკურ მოხმარებას თუ ავიღებთ, მოხმარების 30%-ზე მეტი სურსათზე იხარჯება. შესაბამისად, ამ მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში, როცა სურსათზე 30%-ზე მეტი გაქვს და ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი გიფიქსირდება, პერსონალური ინფლაცია, ცხადია, ბევრად მაღალია, ვიდრე საშუალო ზოგადი მაჩვენებელი, რასაც მთლიანი სამომხმარებლო კალათის სურათიდან ვხედავთ. ასევე, შიც ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელთან არის მიახლოებული, რაც განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის კიდევ უფრო მტკივნეულად აღიქმება”,- აღნიშნა ეკონომისტმა.