ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როცა საქმე ლარის კურსის სტაბილურობას ეხება – პრემიერი

ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როცა საქმე ლარის კურსის სტაბილურობას ეხება – პრემიერი
ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როდესაც საქმე ეხება ლარის კურსის სტაბილურობას – განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
პრემიერის განცხადებით, ლარის გაუფასურებას იწვევს არა ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადება, არამედ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ქვეყანაში პროტესტს აწყობენ.
„4 წლის განმავლობაში იყო ნაცმაიდნის მოწყობის 4 მცდელობა და გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდა. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა.
რაც შეეხება ლარის კურსს, ოთხივე “ნაცმაიდნის” დროს იყო რყევა და შემდეგ ლარი დაუბრუნდა ძველ კურსს, ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როდესაც საქმე ეხება ლარის კურსის სტაბილურობას”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…