ეროვნული ბანკი: თურნავას დასანქცირებაზე მოწოდება დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე ზეწოლის მაგალითია

ეროვნული ბანკი დღეს მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება საქართველოს შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს სანქციები დაუწესონ ქართველ ბიზნესმენებსა და მაღალი თანამდებობის პირებს. მათ შორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ნათია თურნავას დასანქცირებაზე მოწოდება, “ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკური მაგალითია, რომლის უკან გარკვეული ადგილობრივი პოლიტიკური ძალები დგანან”.
“სამწუხაროა, რომ ეს ძალები, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღწევის მიზნით ცდილობენ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საფინანსო სექტორის სტაბილურობას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სამწუხაროდ, გამოიყენეს ევროპარლამენტის პლატფორმა […]”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
13 თებერვალს მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო ა, რომელიც, მათი აზრით, მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა ჩატარდეს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით“. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, გამოვიდნენ იმავე მოთხოვნით.
ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა – გამოხატავს ევროპარლამენტარების პოლიტიკურ პოზიციას.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ს ხელშემწყობების ქსელს, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებს, პროპაგანდისტებსა და იმათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს“.
ევროპარლამენტარების თანახმად, ამ კატეგორიებში შემავალი ადამიანების სია ასე გამოიყურება, თუმცა არასრულია:
· ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები – მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და შვილები – უტა, ცოტნე, ბერა და გვანცა ივანიშვილები; ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი; დისშვილი – შმაგი ; დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი;
· ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა;
· ბიზნესმენები – ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე (ზედმეტსახელად „რიჟა);
· აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე;
· ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ილია წულაია;
· კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და ბიზნესმენი კახა ბექაური;
· პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ლაშა ნაცვლიშვილი;
· საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ; გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი;
· მოსამართლეები – მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე;
· სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი;
· ტელეკომპანია „იმედის“ და „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელი ირაკლი რუხაძე;
· საქართველოს ავიახაზების, „ჯორჯიან ეარვეისის“ მფლობელი ;
· ბიზნესმენები და პოლიტიკოსები – ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე.
კრიტიკული რეზოლუციის პარალელურად, ევროპარლამენტმა ჩააგდო გერმანელი და ბულგარელი პოლიტიკოსების რეზოლუცია, რომელშიც ისინი გმობდნენ “ევროკავშირის უარს, ცნოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია”.