ეროვნული არქივის დიგიტალიზაციის პროექტის ფარგლებში, 1 500 000-მდე დოკუმენტი გაციფრულდა

საქართველოს ეროვნულ არქივში, 2025 წლის 6 თვეში საარქივო დოკუმენტების 1 500 000-მდე ფურცელი, 250 კინოდოკუმენტი, 6 035 ფოტო და 150 ფონოდოკუმეტი გაციფრულდა.
დიგიტალიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც ეროვნულ არქივში 2013 წლიდან ხორციელდება, საარქივო დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანა მიზნად ისახავს დოკუმენტების დედნების ფიზიკური დაზიანებისგან დაცვასა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს და ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ხელნაწერი დოკუმენტების გაციფრულება უკონტაქტო სკანერით ხდება, კინოდოკუმენტების მაღალი ხარისხით გაციფრულების მიზნით კი, ეროვნულ არქივში კინოფირების ციფრულ მატარებელზე გადატანა 4K გარჩევადობის კინოსკანერით მიმდინარეობს.
დოკუმენტების დიგიტალური ვერსიების გამოყენებით, ამავე პერიოდში, ეროვნული არქივის ვებგვერდზე შეიქმნა 5 მულტიმედიური გვერდი: „დოდო აბაშიძე – 100″, „ეროსი მანჯგალაძე – 100″, „კახი კავსაძე – 90″, „ტიციან ტაბიძე – 130″, ასევე, ფოტოგრაფ დიმიტრი მძინარიშვილის ფოტოკოლექცია.
ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით