ერმაკი: უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები, არამედ სამართლიანი მსოფლიო

ქალაქ დავოსში, შაბათ-კვირას გაიმართა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ “არასდროს დათანხმდება და არ მიიღებს კონფლიქტის რაიმე გაყინვას”.
“ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის… ს არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები. უკრაინას სჭირდება სამართლიანი მსიფლიო” , – ციტირებს ერმაკს “რადიო თავისუფლების” უკრაინული სამსახური.
დავოსში და მანამდე მალტასა და საუდის არაბეთში განიხილეს უკრაინული “მშვიდობის ფორმულა”, რომელიც ზელენსკიმ წარადგინა G20-ის სამიტზე 2022 წლის 15 ნოემბერს.
გეგმა 10 პუნქტისგან შედგება და, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს რუსული ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ყველა ტერიტორიიდან, ს ჩათვლით, სამხედრო დამნაშავეების დასჯას და კომპენსაციის გადახდას.
არ მონაწილეობს ამ ფორმულის განხილვაში, რადგან ის აპროტესტებს მის ყველა პუნქტს. კვირას, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააჟღერა მოწოდება, მოძიებული იყოს გზა, რომ მოსკოვი “მშვიდობის ფორმულის” შესახებ დისკუსიების ნაწილი გახდეს.
თუმცა, კვირას მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა დაინტერესებულია ჩინეთის მოლაპარაკებებში მონაწილეობით.
დავოსის ფორუმზე ჩინეთის დელეგაციას პრემიერი, ლი ციანგი უხელმძღვანელებს. Reuters-ის ცნობით, კითხვაზე, გეგმავენ თუ არა ზელენსკი და ციანგი შეხვედრას, იერმაკმა უპასუხა: “ვნახოთ”.