ერმაკი: რასაც აკეთებენ ქართველები უკრაინელებისთვის, არასდროს დავივიწყებთ; იცოდეთ, რომ ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვებაც იქნება

იცოდეთ, ის რაც  გააკეთეს და აკეთებენ საქართველოს მოქალაქეები ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, არასდროს დავივიწყებთ. ჩვენ ეს ყოველთვის გვემახსოვრება და იცოდეთ, რომ ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვებაც იქნება – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

“მე უბრალოდ მზად ვარ სიამოვნებით მივმართო ჩემს ძმებს, ჩემს მეგობრებს – ქართველ ხალხს და ვთქვა, რომ ჩვენ მეგობრები ვართ და ვიქნებით მეგობრები ხვალაც და ზეგაც და ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის ამას.

არასდროს  დაივიწყოთ, რომ თქვენ დიდი ერი ხართ, თქვენ  ძლიერი და თავისუფალი, შემოქმედი , მუსიკალური და ნიჭიერი ხალხი ხართ, ის ერი რომელიც მუდამ მზადაა სხვას დახმარების ხელი გაუწოდოს.

იცოდეთ, ის რაც გააკეთეს და აკეთებენ საქართველოს მოქალაქეები ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, არასდროს დავივიწყებთ. ჩვენ ეს ყოველთვის გვემახსოვრება და იცოდეთ, რომ ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვებაც იქნება.

რადგან ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა დავნებდეთ არასდროს, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიყოთ ყოველთვის გულახდილები, არავის არ შევუშინდეთ და ყოველთვის გვჯეროდეს, რომ სიკეთე, რწმენა, თავისუფლება – ყოველთვის გაიმარჯვებს, რაც არ უნდა რთული იყოს დღეს! რადგან ყველაზე  რთული, ყველაზე ბნელი ღამე ხომ ყოველთვის განთიადის წინ არის ! ჩვენ გავიმარჯვებთ.” ამბობს ერმაკი. 

ასევე დაგაინტერესებთ