ერმაკი დარწმუნებულია, რომ ბორისპოლის აეროპორტი მალე ამოქმედდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ მალე ბორისპოლის აეროპორტი კვლავ ამოქმედდება – ის ისევ მიიღებს და გაგზავნის თვითმფრინავებს, რადგან, მისი სიტყვებით, ახლა ს „შეუძლია უზრუნველყოს ამ ობიექტის უსაფრთხოება“. ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
„ეს დაბრუნება მშვიდობის ამ ელემენტთან შესაძლებელია, რადგან უკრაინა დღეს უფრო ძლიერია. ახლა ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ამ ობიექტის უსაფრთხოება. მადლობა ჩვენს თავდაცვის ძალებს და ჩვენს მეგობრებს – თქვენს ქვეყნებს. და დარწმუნებული ვარ: სიმბოლური ჩასხდომის ბარათები, რომლებიც დღეს მიიღეთ, მალე რეალური გახდება“, – განაცხადა ერმაკმა ბორისპოლის აეროპორტში უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ერმაკის მოადგილემ, ანდრეი სიბიგამ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, დასძინა, რომ ბორისპოლის აეროპორტი იყო პირველი დაწესებულება, რომელიც დაიხურა ფართომასშტაბიანი ომის გამო, მაგრამ, ამავდროულად, ეს იქნება პირველი ობიექტი, რომელიც გაიხსნება, როგორც კი უსაფრთხოების ვითარება მათ ამის საშუალებას მისცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას