ერიკ ტრამპს, პრეზიდენტის ვაჟს, ჩვენმა სახელოვანმა ელჩმა თემურ ლეჟავამ უმასპინძლა იაპონიაში – ასეთი დიპლომატების და კიდევ ბევრის მიერ ჩუმად ტარდება ჩვენი ინტერესები

ერიკ ტრამპს, პრეზიდენტის ვაჟს, ჩვენმა სახელოვანმა ელჩმა თემურ ლეჟავამ უმასპინძლა იაპონიაში – ასეთი დიპლომატების და კიდევ ბევრის მიერ ჩუმად ტარდება ჩვენი ინტერესები
ერიკ ტრამპს, პრეზიდენტის ვაჟს, ჩვენმა სახელოვანმა ელჩმა თემურ ლეჟავამ უმასპინძლა იაპონიაში, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
გია აბაშიძის თქმით, თემურ ლეჟავას მსგავსი დიპლომატების მიერ ჩუმად ტარდება საქართველოს ინტერესები.
„ერიკ ტრამპს, პრეზიდენტის ვაჟს, ჩვენმა სახელოვანმა ელჩმა თემურ ლეჟავამ უმასპინძლა იაპონიაში. დიპლომატი ლეჟავას უკარგეს საქმიანობაზე ვერ დავკონკრეტდები, ვრცელია, მსუყეა და საქართველოსთვის სასიხარულო. ასეთი დიპლომატების და კიდევ ბევრის მიერ ჩუმად ტარდება ჩვენი ინტერესები. ბევრს არ სურს პრომო, ანალიტიკოსები კი ყველაფერს ვაფიქსირებთ.
ელჩმა ლეჟავამ დაწერა: “შეხვედრისას მე და ლევანმა [ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი] ბატონ ერიკს არა მხოლოდ სუმოს შესახებ, არამედ ქართული სპორტისა და კულტურის შესახებაც ვესაუბრეთ და მისი საქართველოში მასპინძლობის სურვილი გამოვხატე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში“,– წერს აბაშიძე.
Previous: ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცესკოს სწავლების ცენტრის ინიციატივით რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე