ერთ წრეზე სიარულს უნდა დავუსვათ წერტილი. 26 ოქტომბერი წყალგამყოფია – პაატა შურღაია

აუდიტორული კომპანია „გრანთ თორნთონის” თანამმართველი პარტნიორი პაატა შურღაიას აზრით, „ერთ წრეზე სიარულს უნდა დავუსვათ წერტილი“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
“26 ოქტომბერი ნამდვილად არის წყალგამყოფი“, – ამბობს პაატა შურღაია, რომელსაც ცვლილებების მოლოდინი აქვს.
“ერთ წრეზე სიარულით დავიღალე… ცვლილებები გვინდა. ცვლილებები აუცილებლად უნდა იყოს. ცვლილებები უნდა იყოს პოზიტიური, რა თქმა უნდა. ამისთვის არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი. გასაგებია პოლიტიკური ელფერი, მაგრამ საზოგადოებას არჩევნებს დავანახებდი იმ კუთხით, რომ ეს იყოს ცვლილებების მანიშნებელი. ცვლილებები კი, კორპორაციაშიც და სახელმწიფოშიც არის აუცილებელი პრინციპი. „ქართულ ოცნებასაც“ რომ ვუსურვოთ კარგი მომავალი, აუცილებელია იყვნენ ფორმაში და თვითონაც გამოსცადონ, რას ნიშნავს კონკურენციაში ყოფნა“, – განაცხადა პაატა შურღაიამ და იქვე დასძინა, რომ კონკურენციისადმი შიშსაც უნდა დაესვას წერტილი.
„კონკურენციით საზოგადოების ერთი ნაწილი სწავლობს რაღაცებს, ვითარდება, მეორე – დეპრესიაში ვარდება. ვინც დეპრესიაში ვარდება, ტოქსიკურია. არ შეიძლება, კონკურენცია დეპრესიაში გაგდებდეს“, – ამბობს პაატა შურღაია.