ერთ წელში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 8.4%-ით გაიზარდა

2024 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6-პროცენტიანი ზრდით.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.4 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 27.3%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.5%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.62 და 2.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 17.3%-ით გაიზარდა.