მიმდინარე წლის ნოემბრის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 8,1 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის მონაცემებში, რომლებსაც საქსტატი ავრცელებს.
მონაცემების თანახმად, სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობაზე ფასები 6,9 პროცენტითაა გაზრდილი, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 9,1 პროცენტით, ხოლო საავადმყოფოების მომსახურებაზე 9%-ით.




