ერთ წელიწადში სისხლის ბანკები მუშაობას მხოლოდ არაკომერციული პირის სტატუსით გააგრძელებენ

ღირებულება არ შეიძლება გახდეს უანგარობის პრინციპის დარღვევის სტიმული, მაგრამ ის ხელს შეუწყობს დონორობის წახალისებას. 2025 წლის 1-ლ ივლისამდე, პირს უფლება აქვს, სისხლი ან სისხლის კომპონენტი გაიღოს ფულადი ანაზღაურებით ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,“ – აღნიშნა გაბუნიამ.
2025 წლის 1 ივლისიდან კი, მისი თქმით, სისხლის ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაბარება კანონით აკრძალული იქნება. თამარ გაბუნიას განცხადებით, უანგარო დონორების წილი ყოველწლიურ დონაციებში, დაახლოებით, 40%-ია, დანარჩენი დონორები ახლობლისთვის აბარებენ სისხლს, ან – ფულადი გასამრჯელოს ნაცვლად. სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად გაზარდოს უანგარო დონორების წილი, მოხდეს უანგარო დონორების მოზიდვა და ამავდროულად, იმუშაოს მათ შენარჩუნებაზე რეგულარულ დონორებად, ვინაიდან უანგარო რეგულარული დონორები არიან ქვეყანაში უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის მარაგების შექმნის გარანტი.
„ევროდირექტივის მიხედვით არის განსაზღვრული, რომ სისხლის წარმოებისა და მიწოდების ყველა საფეხურზე, გამოკლებული იყოს კომერციული ინტერესი. ახალი კანონის მიხედვით, სისხლის დაწესებულება იქნება არამომგებიანი იურიდიული პირი. ამასთან, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დააფუძნოს სახელმწიფო სისხლის ბანკი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისხლით უზრუნველყოფაზე,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
jandacva.ge