ერთ წელიწადში კერძო სამედიცინო დაზღვევის მქონე ადამიანების რაოდენობა 13 314-ით გაიზარდა

ჯანმრთელობის კერძო სქემებში გაწევრიანებული ადამიანების რაოდენობა ერთ წელიწადში 13 314-ით გაიზარდა და 735 061 გახდა, რაც ზრდის შედარებით დაბალი მაჩვენებელი, რადგან წინა წლებში ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, რომელსაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს, საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით.
2024 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 712 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 145 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 67 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 564 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 431 მილიონ ლარს.
2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.