ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: ჩემს ბავშვობაში, როდესაც საქართველოში ინგლისური მხოლოდ გელა ჩარკვიანმა და ნუგზარ რუხაძემ იცოდნენ, ბასტი ბუბუს ბავშვებს უცხოური სიმღერების ტექსტებს ქართული ასოებით უწერდნენ ხოლმე. “აი ჯასთ ქენ სთაფ ლავინ იუუუუ…” – ასე ჟღერდა ჯექსონი.
“ვარაგარადუ, თუ მეიქ იუ ხაფიიიი…” – წუხდა ჯო კოკერი. დღეს 2025 წელია და ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა გაეროში სიტყვა რომ წარმოთქვა, ეგ სიტყვა ფურცელზე სიტყვების და ასოების ნაცვლად, პატარა ნახატებით იყო შესრულებული. მაგალითად: 👋, 🍆😁🇺🇳🛬 – გამარჯობა, მე მოხარული ვარ გაეროში რო ჩამოვფრინდი. ავტორიტეტზე და ავტორიტარულზე რო გაჭედა, მანდ ივანიშვილის სურათი ეხატა და იმიტო აიჭრა. მიდი და გაიგე ვინც ეგ წერილი დაუხატა, იმას რა ჰქონდა ნაგულისხმევი.
