“ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან” – ბუდუ ზივზივაძე

“ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან” – ბუდუ ზივზივაძე
საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გადაცემა “ჯაფარას პოდკასტში” გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
გამოვხატე აზრი იმიტომ, რომ ეგრე მიმაჩნდა სწორად. მით უმეტეს, როცა ხედავ, ხალხი ასე იჩაგრება. ერთ კაცს რომ ათი კაცი ურტყამს, ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ტელევიზორში უყურებ და ერთადერთი, რაც შეგიძლია შორიდან გააკეთო, მით უმეტეს, ასეთი სტატუსი რომ გაქვს, სპორტსმენი ხარ, ამხელა შესაძლებლობა გაქვს… რაღაც გვერდში დგომა მაინც უნდა ანახო იმ ხალხს, რომელიც დაიჩაგრა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ პროვოკაციებს აწყობდნენო. რაც უნდა
პროვოკაცია მოაწყოს ვინმემ, ათი კაცი ერთ კაცს არ უნდა ურტყამდეს და წაქცეულ ადამიანს კიდევ წიხლებით არ უნდა ურტყამდე. ზუსტად ეგ იყო ჩემს სტატუსში, რაც დავწერე, მით უმეტეს, ახალგაზრდები დგანან”, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.
რამდენი პატრიოტი ჰყოლია ქვეყანას ბიჭოპს თურმე სად ვყოფილვართ,ეჰჰ… არაფერი გეშველებათ ხალხო არაფერი,უკუღმა რომ იწყებთ ყველაფერს.ყველამ თავისი საქმე აკეთოს პირნათლად და პასუხისმგებობით.ვინც იცაგრება და უსამართლობას ხედავს ტავისი სასმიანობაა ეს პირველ რიგში და მაგაზე ამოიღეთ ხმა ხალხო რომ გაკერით ხოლმე სულ რა აზრი აქვს თქმას რა აზრი აქვს თქმასო.თქვენ ბიჭო ერთმანეთს სჭამთ და რა ქვეყანა უნდა ააშენოთ ან ვის გინდათ ერთი ააშენებიინოთ ძალიან მაინტერესებს ,,ბედნიერო ერო”!!!