Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა ქალაქ თურქეთის ქალაქ გაზიანთეფის სიახლოვეს, 28 თებერვალი, 2013 წ. U.S. Air Force photo by Senior Airman Daniel Phelps/Releasedთურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორშაბათს, 30 მარტს, NATO-მ თურქეთის თავზე მორიგი ირანული რაკეტა უვნებელყო, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეოთხე შემთხვევაა.
“ბალისტიკური საბრძოლო მასალა, რომელზეც დადგინდა, რომ ირანიდან გაუშვეს და თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, NATO-ს მიერ არის გაუვნებლებული აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მეშვეობით.” – განაცხადა სამინისტრომ.
უცნობი სამიზნისკენ გაშვებული ირანული რაკეტა თურქეთის თავზე NATO-მ პირველად 4 მარტს ჩამოაგდო. თავის მხრივ, ირანის რეჟიმმა ბოლო პერიოდში უარყო ყოველგვარი რაკეტის გაშვებაა, თუმცა, თურქეთის მთავრობის მიხედვით, ფლობენ მტკიცებულებებს, რომ რაკეტის გაშვება ირანიდან მოხდა.
პირველი ინციდენტის შემდეგ NATO-მ თურქეთში Patriot-ის კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა განალაგა. გავრცელებული ცნობებით, წინა ირანული რაკეტების სამიზნე, როგორც ჩანს, აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ადრეული გაფრთხილების მაღალგანვითარებული სარადარო სისტემა და სამხრეთში მდებარე ინჯირლიქის ავიაბაზა იყო, სადაც NATO-ს ძალები იმყოფებიან, მათ შორის, ასობით ამერიკელი სამხედროც.
თურქულ მხარეს ნათქვამი აქვს, რომ ქვეყნის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ “ყველა აუცილებელი ზომა მიზანმიმართულად და შეუფერხებლად აღსრულდება.” სარაკეტო იერიშებთან დაკავშირებით თურქეთმა ირანს აქამდე განმარტებაც მოსთხოვა.