ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელის აპრილში კომერციული ბანკების წინააღმდეგ ჯამში 2 261 საჩივარი დაიწერა, რაც მცირედით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე. 2025 წლის მარტში პრეტენზიების რაოდენობა 2 394 იყო. 2025 წლის აპრილში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებსა და საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით, ასევე, სამომხმარებლო სესხებზე დაფიქსირდა.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, აპრილში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი – 1 326 ტრანზაქციებზე მოდის, რაოდენობრივად შემდეგია ადმინისტრაცია და მომსახურება – 482 საჩივრით, მესამე ადგილზეა – ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები, რაც 144 განაცხადს წარმოადგენს.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის აპრილში 2 261 საჩივრიდან ბანკებმა 1171 განაცხადი – უსაფუძვლოდ, ხოლო 399 – საფუძვლიანად მიიჩნიეს; ჯერ კიდევ განხილვაშია 689 განაცხადი, ხოლო 2 პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა.
შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკში მომხმარებელთა ცხელი ხაზი 2011 წლიდან მოქმედებს.
