ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დროს 21 ისრაელელი სამხედროს დაღუპვას ეხმაურება და ამას ომის დაწყების შემდეგ “ერთ-ერთ ყველაზე რთულ დღეს” უწოდებს.
“მე ვგლოვობ დაცემულ გმირ სამხედროებს. მათ ოჯახებს თანადგომას ვუცხადებ და დაჭრილებისთვის მშვიდობაზე ვლოცულობ”, – განაცხადა მან.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ორშაბათს ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს 21 სამხედრო დაიღუპა. ეს ომის დაწყების შემდეგ ერთი დღის პერიოდში ისრაელის ყველაზე დიდი დანაკარგია.