ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი, მაკა ასათიანი, იუბილარია – წვეულება, ცნობილი სტუმრები და მხიარულება: როგორ აღნიშნა დიზაინერმა იუბილე – Marao

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი, მაკა ასათიანი, იუბილარია – წვეულება, ცნობილი სტუმრები და მხიარულება: როგორ აღნიშნა დიზაინერმა იუბილე – Marao
მაკა ასათიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალია. დიზაინერი და ტელეკომპანია “მაესტროს” ყოფილი მფლობელი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ის ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. მის ცხოვრებაში წარმატებასთან და ბედნიერ ამბებთან ერთად, ტკივილიც ბევრი იყო, მოუკლეს მამა – ცნობილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი კახი ასათიანი; საკმაოდ სკანდალური იყო მისი პირველი ქორწინება მერაბ ჟორსთან, რომელთანაც 2 ვაჟი ჰყავს. ამჟამად მისი მეუღლე კოტე გოგელიაა, წყვილს ერთი შვილი – კოსტა ჰყავს. მაკა უკვე ბებიაა, თუმცა წლებმა მის სილამაზეს ბევრი ვერაფერი დააკლო.
6 ნოემბერს მაკა ასათიანის დაბადების დღეა. დიზაინერმა იუბილე მეგობრებისა და ოჯახი წევრების გარემოცვაში აღნიშნა. წვეულებას არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის, ნატალია ქუთათელაძე, მარიანა აჩბა, დათუნა ალადაშვილი, ესწრებოდა. იუბილარმა სადღესასწაულო ტორტი ჩააქრო და ეს დღე სასიამოვნოდ გაატარა.