“ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურაა” – კობახიძე ვენეციის კომისიაზე

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ ვენეციის კომისია “ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურაა”. ამით იგი გამოეხმაურა კომისიის 3 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნას, მათ მიერ მიღებულ შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
“საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ მოთხოვნას. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რაც ზოგადად არის ევროპულ სტრუქტურებში დამკვიდრებული, ამ ფონზეც კი, ვენეციის კომისია გამოირჩევა განსაკუთრებული არასერიოზულობით. სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივი პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს”, – განაცხადა ირაკლი მ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
3 მარტს ვენეციის კომისიამ “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.
როგორც კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, კანონპროექტები “ნაჩქარევად”, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე მიიღეს, რაც “ძირს უთხრის ამ ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მასობრივი საპროტესტო აქციების ფართო პოლიტიკურ კონტექსტს”.
კომისიის შეფასებით, კანონშემოქმედებითი პროცესი იყო ფუნდამენტურად ხარვეზიანი.
“ცვლილებებით, ახალი წესები უამრავ ბუნდოვან დებულებას შეიცავს, რაც ხელისუფლებას ზედმეტად ფართო დისკრეციას ანიჭებს მათ გამოყენებაში. კანონმდებლობაში სიცხადის ნაკლებობა ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს.
მეტიც, ცვლილებებში არ არის სათანადოდ დასაბუთებული სხვადასხვა შემაკავებელი ზომის შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა”, – ვკითხულობთ დასკვნაში.
ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოს – ვენეციის კომისიის – დასკვნები სარეკომენდაციო, მაგრამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნებისთვის, რომლებიც კანონმდებლობის დემოკრატიულ პრინციპებთან ჰარმონიზაციას ისახავენ მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

შემოსავლების სამსახური – სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ – მხოლოდ მას შემდეგ მიმართეს შემოსავლების სამსახურს, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი საკითხის მოკვლევა დაიწყო

გრიგოლ გეგელია – მათ ენაზე ვეტყვი – რა „მელკი“ ხალხიც არიან, ისეთივე „მელკი და მეშჩან“ თემებს დასდევენ – ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი „ლელო – ძლიერი საქართველო“ გახდა, გასაგებია, ვაწუხებთ

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი – დღეს 5 მოწმიდან 4 იყო მოყვანილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ არასდროს, სხვა აქციების დროსაც, ანდრო ჭიჭინაძის მხრიდან უკანონო მოქმედება არ უნახავთ – ვერ დასტურდება ცალკეულად ძალადობრივი მოქმედები, ვერც ჯგუფურობა