ერთ დღეში მსოფლიოს უმდიდრესმა ცხრა ადამიანმა 35.9 მლრდ დოლარი დაკარგა – bloomberg-ის ტოპ – 10

ერთ დღეში მსოფლიოს უმდიდრესმა ცხრა ადამიანმა ჯამში 35.984 მლრდ დოლარი დაკარგა. ამაზე მოწმობს Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემები. კერძოდ, დღევანდელი მონაცემებით ათეულში მყოფ მილიარდერებს შორის ყველაზე დიდი დანაკარგი – 7.1 მლრდ დოლარი ლარი ელისონის ანგარიშზეა, რომელსაც 6.33 მლრდ დოლარით ილონ მასკი მოჰყვება.
როგორ შეიცვალა Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში მყოფი უმდიდრესი 10 ადამიანის ქონება ერთ დღეში:
ილონ მასკი – 343 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 6.33 მლრდ დოლარი)
მარკ ცუკერბერგი – 232 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 5.30 მლრდ დოლარი)
ჯეფ ბეზოსი – 230 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 4.96 მლრდ დოლარი)
ბერნარ არნო – 192 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 3.33 მლრდ დოლარი)
ლარი ელისონი – 186 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 7.10 მლრდ დოლარი)
ბილ გეითსი – 165 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 144 მლნ დოლარი)
ლარი ფეიჯი – 153 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 3.38 მლრდ დოლარი)
სერგეი ბრინი – 144 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 3.14 მლრდ დოლარი)
სტივ ბალმერი – 138 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 2.30 მლრდ დოლარი)

ერთადერთი, ვისი ქონებაც ერთდღიან ინტერვალში კი არ შემცირდა, გაიზარდა, ეს Bloomberg-ის ათეულში მყოფი უორენ ბაფეტია. ერთდღიან ინტერვალში ფილანტროფის ქონება 2.56 მლრდ დოლარით გაიზარდა და დღეის მონაცემებით 157 მლრდ დოლარს შეადგენს.
www.bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”