“ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით” – ხვიჩა ნეაპოლელ გულშემატკივრებს ემოციური ვიდეომიმართვით დაემშვიდობა [VIDEO]

გარემარბი , რომელიც პსჟ-ში გადადის, ნეაპოლელ გულშემატკივრებს ემოციური ვიდეოთი დაემშვიდობა.
კვარაცხელია “ნაპოლიში” 2022 წელს გადავიდა, პირველივე სეზონში სკუდეტო მოიპოვა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ხვიჩას პარიზული კლუბი 70+ მილიონ ევროდ შეიძენს, 4.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს, მისი ხელფასი კი 9+2 მილიონი იქნება.
ვიდეო ერთ საათში ვირუსული გახდა – ორმა მილიონმა ადამიანმა ნახა. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ “კვარამ” ყველას მადლობა გადაუხადა, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კი არ მოიხსენია.
ჯიგარო, აატირე ქართველიც და იტალიელიც. ვისაც უყვარხარ ყველგან ეყვარები. ვგრძნობთ რომ დაუმსახურებლად გულნატკენი ხარ. ეხლა საერთოდ მსოფლიო უნდა გადარიო, წარმატებებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში