“ერთ ადამიანს არ მოუხდია ბოდიში ამ ტყუილზე “მეგობარი” იმედელებისგან” – ნიკა ქავთარაძე

ჩემთვის “იმედს” დაუბრალებია ისეთი რაღაც, რაც არ ჩამიდენია და თან ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება ახლობლებს რამე დამართნოდათ, ხოლო საქმიანი მხრივ პრობლემები შემქმნოდა. ერთ ადამიანს არ მოუხდია ბოდიში ამ ტყუილზე “მეგობარი” იმედელებისგან. მე კიდე, ათასი ადამიანის მტკიცებაც კი არ მყოფნის, ცუდსაც კი დავაბრალო ცუდობა. ზოგადად, სულიერი და ემოციური ფონი, რომელიც ამ ხელისუფლებამ გააჩინა ხალხში, ყველას გვნებს, მართლა ყველას.