„ერთხელ გადავარჩინე სიკვდილს… დაახლოებით აპრილში ხდებოდა, დამირეკა და მითხრა: „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი“…მშვიდობით, ჩემო ლამაზო“ – ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ემოციური ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.
მომღერალმა ვიდეოს დასასრულს ცრემლები ვერ შეიკავა და მეგობარს ემოციური სიტყვით დაემშვიდობა.
„ერთხელ გადავარჩინე სიკვდილს… დაახლოებით აპრილში ხდებოდა, დამირეკა და მითხრა: „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი“, ძალიან გავბრაზდი და ყველანაირად ვეცადე რომ მისთვის ეს ადამიანი მომეშორებინა. შემეხვეწა რომ პოლიციაში არ დამერეკა და რაღაც პერიოდი მოიშორა კიდეც…
როდესაც შეურიგდა მე არ მეუბნებოდა, რადგან ამბობდა: მისი მრცხვენიაო. ახლა დიდი უსამართლობის შეგრძნება მაქვს, იქნებ რომ გამეგო, რაიმე შემეცვალა. მას აქ ფრთები შეაჭრეს და იმედია, რომ იქ მოახერხებს ფრენას. მშვიდობით, ჩემო ლამაზო კესო“, – საუბრობს ლელა ვიდეოში, სადაც ცრემლებს ვერ იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია