“ინტერის” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სპეციალისტი მხითარიანს “მანჩესტერ იუნაიტედში” წვრთნიდა.
სომეხი ფეხბურთელის თქმით, მას მოურინიო გამუდმებით შენიშვნებს აძლევდა და ამის მოსმენა მარტივი არ ყოფილა.
“მორიგ ჯერზე, როდესაც ვარჯიშზე შენიშვნა მომცა, ასე მივმართე: “უკვე წელიწად-ნახევარია მაკრიტიკებ. იცი რა?! შენ ნაგავი ხარ! გესმის? ნაგავი ხარ! მოთმინება აღარ მეყო და მას ეს სიტყვები ვუთხარი. მოურინიომ მიპასუხა: “წადი, შენი დანახვა აღარ მინდა”.
რა მოხდა ამის შემდეგ? ჟოზე საერთოდ აღარ მელაპარაკებოდა, ყოველ საღამოს კი WhatsApp-ზე ამგვარი შეტყობინება მომდიოდა: “მიკი, გთხოვ, წადი”. მოურინიოს ყოველთვის ერთსა და იმავეს ვპასუხობდი: “წავალ, თუ შესაფერის გუნდს ვიპოვი. სხვა შემთხვევაში ზაფხულს დაველოდები”.
იანვრის შუა რიცხვებში ჟოზემ ტექსტი შეცვალა: “მიკი, გთხოვ, წადი, რათა ალექსის სანჩესი მოვიყვანო”. მაშინ გავიგე, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობდა, მიდგომა მეც შევცვალე და ვუპასუხე: “არ ვაპირებ წავიდე მხოლოდ იმის გამო, რომ შენ გაგახარო. ძალიან გთხოვ, აღარ მომწერო, ჩემს აგენტს ეკონტაქტე”.
შეგახსენებთ, მხითარიანი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2016/2018 წლებში ასპარეზობდა, “წითელი ეშმაკების” მაისურით ჯამში 63 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა. რაც შეეხება ალექსის სანჩესს, ჩილელმა “იუნაიტედში” მხოლოდ 45 მატჩი ჩაატარა, მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და მოგვიანებით “ინტერს” შეუერთდა.
· ფეოლა კიდევ კაი, მიკის გეძახდა და არა ბობიკას ან ჯეკას…))))))))) პირდაპირ გეთქვა რა პიტალოც იყო.))) რაც მაგან ხვიჩას გაუკეთა, ნამდვილი შიბაქია!!!
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
“მას შემდეგ, რაც პსჟ-ს მწვრთნელი ვარ, ყველაზე მეტად მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა” – ლუის ენრიკემ მეტოქე გამოარჩია
“ასეთი გრძნობა არცერთ ჩემს ყოფილ კლუბში არ განმიცდია” – მოურინიო “ბენფიკაში” დანიშვნის შემდეგ
“მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია” – სკანდირებდნენ “პორტუს” გულშემატკივრები
გახდება პირველი ფეხბურთელი? – მხითარიანმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი დააფიქსიროს
მეორე სომეხი ფეხბურთელი “ინტერში”? – “ნერაძურის” პრესსამსახურმა სიტუაცია განმარტა
“შეიძლება მთელი ცხოვრება ამაზე ვიფიქრო” – ჰენრიხ მხითარიანი
“ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ” – ანტონიმ “მანჩესტერ იუნაიტედი” გააკრიტიკა
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა – სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
“ფენერბაჰჩეს” დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
“ყველა მოთამაშე მის გვერდით ვდგავართ” – მაუნტი ამორიმს გამოექომაგა
[VIDEO] მხითარიანს “ფლუმინენსეს” მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა – “ინტერი” საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მეორე სომეხი ფეხბურთელი “ინტერში”? – “ნერაძურის” პრესსამსახურმა სიტუაცია განმარტა
მხითარიანი: ამ სეზონში ყველა ტურნირის მოგება შეგვიძლია
მოურინიო: “ფენერბაჰჩეში” მუშაობა ჩემს დონეს არ შეესაბამებოდა
“ნაპოლი” “მანჩესტერ იუნაიტედის” კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
თუ “სანდერლენდთან” დამარცხდებიან – “მანჩესტერ იუნაიტედმა” შესაძლოა, ამორიმი დღესვე დაითხოვოს
“ნოტინგემში” იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს – მოურინიომ შესაძლოა, “ლიდს იუნაიტედი” ჩაიბაროს
მოურინიო: ვიცი, რომ “პორტუს” ფანები აპლოდისმენტებით არ შემხვდებიან
