ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფაქტობრივი ხელისუფლება ვალდებულია გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ, იმისთვის, რათა ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შესვლას ასცდეს. ამის შესახებ ლომაძემ გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” სპეციალურ ეთერში განაცხადა, რაც ქართული ბიზნესის წარმომადგენლების პოზიციებს დაეთმო.
პაატა ლომაძემ განაცხადა, რომ ერთპარტიული მმართველობა, დემონსტრანტების დარბევა და სასამართლოში არსებული ვითარება არის არაევროპული და ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს.
