ერთობის ჯაჭვი საქართველოში – ფოტო/ვიდეო

დღეს, 28 დეკემბერს საქართველოს სხვა ქალაქებში “ერთობის ჯაჭვი” შეიკრა. მოქალაქეები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში ხიდებთან შეიკრიბნენ და ერთობის ჯაჭვი შეკრეს საყოველთაო პროტესტის დაწყებიდან 31-ე დღეს.
ერთობის ჯაჭვში მონაწილეობა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო – ის ზაალბრუკენის მოედანთან, მშრალ ხიდთან შეუერთდა მოქალაქეებს.
მოქალაქეების ერთობის გამომხატველი ჯაჭვის დროს დიდი ოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. მათ პრაქტიკულად “პარალელური ჯაჭვი” ჰქონდათ:
მოქალაქეების ერთობის ჯაჭვი და პოლიციის “ჯაჭვი”. ფოტო: ქეთევან ხუციშვილი/ნეტგაზეთი
მოქალაქეები თბილისში ცოცხალი ჯაჭვის შესაკრავად სხვადასხვა ხიდზე განლაგდნენ: მეტეხის ხიდი, მშვიდობის ხიდი, ბარათაშვილის ხიდი, ზაარბრუკენის მოედანი და მშრალი ხიდი, გალაქტიონის, ვახუშტის და თამარ მეფის ხიდები – საბოლოოდ კი მსვლელობა მოაწყვეს და ისევ პარლამენტთან მივიდნენ.

ერთობის ჯაჭვი გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც:
ქუთაისი:
:
27 დეკემბერს -მა “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი დაასანქცირა “ს სასარგებლოდ” დემოკრატიის ხელყოფისთვის.
29 დეკემბერს “ოცნება” ს ინაუგურაციას გეგმავს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ქვეყანაში.