„ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასკვნითი შეკრება გამართა

„ერთობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასკვნითი შეკრება ბაგრატის ტაძართან დღეს, 24 ოქტომბერს გამართა.
პარტიის წარმომადგენლებმა არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების და ს გათავისუფლებაზე ისაუბრეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აგრეთვე განაცხადა, რომ პარტია ექს-პრეზიდენტის ერთგული რჩება.
„მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავისი სიცოცხლე მიუძღვნა საქართველოს, რომელსაც ქვეყნის აღმშენებლობისთვის დევნიან და რომელსაც სულ მალე ჩვენ ერთიანობით აუცილებლად გავათავისუფლებთ. [..] „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება მიხეილ სააკაშვილის ერთგული“, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..