“ერთობა” – ვრჩებით რუსთაველის გამზირზე და ვათენებთ ღამეს

დღეს, ყველანი ვრჩებით რუსთაველის გამზირზე და ვათენებთ ღამეს. არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ერთობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ერთობა“ მოქალაქეებს მოუწოდებს, ვისაც ღამით რუსთაველის გამზირზე ყოფნა არ შეუძლია, დილით ჩაანაცვლონ აქციის მონაწილეები, რათა საპროტესტო აქცია არ დასრულდეს.
„როგორც ჩანს, შუშის სასახლეში გამოკეტილი ოლიგარქი არ აპირებს, მოისმინოს ხალხის ხმა.
მაგრამ – მოუწევს!
დღეს, ყველანი ვრჩებით რუსთაველის გამზირზე და ვათენებთ ღამეს. არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება.
ასევე, მათ ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლია ღამის გათენება, ველით ხვალ დილას 08:00 საათზე, რათა ჩაენაცვლონ თანამოქალაქეებს“, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია