“ერთმანეთს ვუთხარით, რომ ახლა შერიგების დროა” – ელისაშვილი “ლელოს” გაერთიანებას შეუერთდა

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, საპარლამენტო არჩევნებისთვის ოფიციალურად შეუერთდა “ლელოს”, “ – ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” ოპოზიციურ გაერთიანებას. მისი წარდგენის ღონისძიება 12 აგვისტოს, თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე გაიმართა.
ალეკო ელისაშვილმა მისი წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოვლისას განმარტა, რომ წარსულში მასსა და ს შორის იყო “არასასიამოვნო ინციდენტი”, თუმცა “შერიგების დროა”.
“მტერი დავამწუხრეთ ჩვენი შერიგებით და ერთობით და მოყვარე გავახარეთ. პატარა ახსნაც უნდა ამ ამბავს. მე და მამუკას გვქონდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი, ვიმსჯელეთ და შევხვდით ცოტა ხნის წინ და ერთმანეთს ვუთხარით, რომ ახლა ბოდიშების დრო არაა, შერიგების დროა”, – თქვა მან.
ხაზარაძის თქმით, მათი ოპოზიციური გაერთიანების ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დადგეს მათ გვერდზე.
“ილიას გზაა ის გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. მინდა გამოვაცხადო ადამიანი, რომელიც “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გახდება – ალეკო ელისაშვილი”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რის შემდეგაც გაერთიანების ლიდერებმა ერთმანეთს სიმბოლურად ხელი ჩაჰკიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ