ერთმანეთის მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ხალხი – ზელენსკი ზურაბიშვილს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
„სოლიდარობას გამოვხატავთ უკრაინის მიმართ ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს.
90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდება“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
სალომე ზურაბიშვილს პოსტის კომენტარებში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ უკრაიანამ და საქართველომ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ.
„ვაფასებ თქვენს სოლიდარობას უკრაინის მიმართ ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს. ჩვენ ერთმანეთის მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი“, – დაწერა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავას ადვოკატი – ფიზიკურთან ერთად, ხელისუფლება საზოგადოებაზე სამართლებრივ ძალადობას აგრძელებს – მოწმე პოლიციელების გამოკითხვა უნდა დაიწყოს, რომელთაც მოუწევთ აბსურდის თქმა, თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა დანაშაულია

სალომე ზურაბიშვილი დონეცკის ოლქში თავდასხმაზე – კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე – კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს