„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა…“ – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

ზუგდიდში მომხდარი სასტიკი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობისთვის, 34 წლის ნათია ხაჩატურიანი დააკავეს.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მოკლული ქალი, მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლის ნათესავი იყო. ქალები ერთმანეთთან მეგობრობდნენ კიდეც.
„მოკლული ქალი, ნათია აფხაზავა გერმანიაში ცხოვრობდა, ქმარიც იქაური ჰყავს. უნიჭიერესი გოგო იყო. ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, ბევრი დაასაქმა კიდეც.
ქალები ერთმანეთთან მეგობრობდნენ. აფხაზავამ ხაჩატურიანს საქართველოში ბინის შესაძენად და რემონტის გასაკეთებლად საჭირო თანხა გამოუგზავნა. ამბობენ, რომ ბინა იყიდეს, თუმცა, რემონტი არ გააკეთეს. ესეც ყოფილა კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი. გარდა ამისა, ხაჩატურიანი აფხაზავაზე ეჭვიანობდა“, – ამბობენ ადგილობრივები.