ერთმანეთზე ლამაზი გოლები – “ჩელსიმ” “ნიუკასლი” მძიმე ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

პრემიერლიგის 28-ე ტურის ბოლო მატჩში “ჩელსიმ” “ნიუკასლს” უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე ნიკოლას ჯექსონმა გახსნა, 43-ე წუთზე კი ულამაზესი გოლით ისაკმა ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ნახევარში “არისტოკრატები” გააქტიურდნენ და კოულ პალმერმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. 76-ე წუთზე კი მიხაილო მუდრიკმა ოსტატურად იმოქმედა და “ჩელსის” მხრიდან ბოლო გოლი გაიტანა.
90-ე წუთზე მერფიმ ანგარიში შეამცირა, თუმცა “ნიუკასლმა” ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა.
ამრიგად, “ჩელსი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-11 ადგილს იკავებს, მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 17 მარტს,
ინგლისის თასზე “ლესტერის” წინააღმდეგ გამართავს.
“ნიუკასლი” 40 ქულით მე-10 ადგილზეა, “კაჭკაჭები” 16 მარტს, “ნიუკასლს” დაუპირისპირდებიან.