ერთი წლის წინ, MEGOBARI აქტი დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს. დღეს, სხვა კანონი მსგავსი სახელით მიიღეს. თამარ ჩერგოლეიშვილმა ახლა კი გაიგო, მაგრამ არ დაწერს, “სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო”

ერთი წლის წინ, MEGOBARI აქტი დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს. დღეს, სხვა კანონი მსგავსი სახელით მიიღეს. თამარ ჩერგოლეიშვილმა ახლა კი გაიგო, მაგრამ არ დაწერს, “სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო”
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი „MEGOBARI აქტი“-ს შესახებ მის ერთი წლის წინანდელ „ფეისბუქ“ პოსტზე ს გამოხმაურებას აზიარებს და წერს, რომ მან „ამდენი არ იცის“.
როგორც რაქვიაშვილი წერს, ერთი წლის წინ, როცა MEGOBARI აქტი დააინიცირეს, მაშინ თქვა, რომ ვერ მიიღებდნენ და ვერც მიიღეს. დარჩა ისე ინიციატივად. დღეს სხვა კანონი, სხვა შინაარსის, ოღონდ მსგავსი სახელით მიიღეს.
“ერთი წლის წინ, MEGOBARI აქტი დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, რომ ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს. დარჩა ისე ინიციატივად. დღეს სხვა კანონი, სხვა შინაარსის, ოღონდ მსგავსი სახელით მიიღეს. Tamara Chergoleishvili-მა ამდენი არ იცის. ახლა კი გაიგო, მაგრამ გარანტიას ვიძლევი, არ დაწერს, “სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო”. მაგრამ მაინც, რა იცი, რა ხდება სამყაროში, დავდებ ამ სქრინს, იქნებ ის პირველი შემთხვევა იყოს, როცა ჩერგო შეცდომას აღიარებს”-წერს რაქვიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას

თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით

პრემიერი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე – კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით