inside football-ი Tribuna Deportiva-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ “უოტფორდის” ნახევარმცველით, გიორგი ჩაკვეტაძით „ვალენსია“ დაინტერესდა, რომელიც შეიძლება პორტუგალიელმა ანდრე ალმეიდამ დატოვოს.
გამოცემა წერს, რომ „ვალენსიას“ ამჟამინდელი მწვრთნელი კარლოს კორბერანი როდესაც „ვესტ ბრომვიჩის“ თავკაცი იყო, ჩაკვეტაძეს იმ პერიოდიდან იცნობს, მისი თამაში მოსწონს და გუნდის გასაძლიერებლად სჭირდება.
„ღამურებს“ გიორგის იჯარით აყვანა გამოსყიდვის უფლებით სურთ, თუმცა უცნობია დათანხმდება თუ არა „უოტფორდი“ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გასხვისებას, რომელთანაც კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ჯერ ესპანურ კლუბს ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაკვეტაძის დამატება პრემიერლიგის ოთხ კლუბს უნდა.
შეგახსენებთ, „ვალენსიას“ ღირსებას ოთხი სეზონის განმავლობაში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავდა.
გუგეშაშვილი “პაოკში” წარადგინეს – ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა – “უოტფორდმა” სახლში აუტსაიდერს ვერ მოუგო
ორი გუნდი პრემიერ ლიგიდან, ერთიც ჩემპიონშიპიდან – ჩაკვეტაძის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის – “უოტფორდმა” ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა
ჩაკვეტაძის გარეშე – “უოტფორდი” “ვესტ ბრომვიჩთან” დამარცხდა
“იცით, “ალავესის” ფეხბურთელმა რა მითხრა?” – მამარდაშვილი
რჩება მამარდაშვილი და ალისონი – კელეჰერი ზაფხულში “ლივერპულიდან” წავა
[VIDEO] გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს “ლევანტეს” ლა ლიგაში დაბრუნება საკუთარი ქვეყნის დროშით აღნიშნა
“ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ…” – პოცოებმა “უდინეზე” გაასხვისეს და მთლიანად “უოტფორდზე” გადაერთვნენ
“უოტფორდმა” ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა
[VIDEO] ასე გააცილეს მამარდა “მესტალიადან”
ცუდი ამბავი მამარდაშვილისთვის – ალისონს “ლივერპულთან” კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
“ლივერპულმა” “მამარდას” შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა” – “ბარსას” სპორტული დირექტორი
