ერთი ფანჯრის პრინციპი ენერგეტიკაში ბიუროკრატიულ პროცესს მინიმუმ გაანახევრებს – OMNIA-ს ენერგეტიკის მრჩეველი

ენერგეტიკის სექტორში ყველაზე დიდ გამოწვევას ბიზნესი ბიუროკრატიაში ხედავს, რაც პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების 1,6- 2 წლამდე გაჭიანურებას იწვევს.
კერძო სექტორის მსგავსად ბიუროკრატიული ბარიერების შემცირების ერთ-ერთ გზას ერთი ფანჯრის პრინციპის შემოღებაში ხედავს გერმანული საკონსულტაციო კომპანია OMNIA-ს ენერგეტიკის მრჩეველი მაკა გელაშვილმა. მან BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პროცედურების გამარტივება და ე.წ ერთი ფანჯრის პრინციპი ამ პროცედურებისთვის საჭირო დროს მინიმუმ გაანახევრებს.
“პროფესიულ წრეებში ხშირად მსმენია, რომ ბიუროკრატიაა ჩვენს ქვეყანაში პრობლემა, რომ დიდხანს გრძელდება ნებართვების მიღება, რაც დაკავშირებულია დროსთან, ფინანსებთან. ძალიან კარგი იქნება ერთი ფანჯრის პრინციპის შემოღება, რამაც გაამართლა საერთაშორისო დონეზე.
მნიშვნელოვანია ერთ ადგილზე, ერთ პლატფორაზე მიიღოს კომპანიამ ყველა სახის ინფორმაცია, ესეც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. საერთაშორისო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, მინიმუმ გაანახევრებს პროცესს, თუ ეტაპობრივად გადავალთ ერთი ფანჯრის პრინციპზე. ამასაც ალბათ დრო დასჭირდება”, – აცხადებს მაკა გელაშვილი.